სამართალი
საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. 2015 წლის სექტემბრის თვეში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულ იქნა 3402 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1529 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 44.94%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -5.24
2015 წლის სექტემბრის თვეში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულ იქნა 2175 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1340 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 61.61%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -10.35%.2015 წლის იანვარ-სექტემბრის თვეებში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულ იქნა 26452 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 15245 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 57.63%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -4.48%.
2015 წლის იანვარ-სექტემბრის თვეებში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულ იქნა 18704 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 12582 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 67.27%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -5.47%.