სამართალი
პროექტი 44, რომლის სახელწოდებაა ,,სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და უკრაინაში ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ და ბირთვულ საფრთხეებზე პირველადი რეაგირების შესაძლებლობებისა და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება“, სწორედ 2015-2019 წლების სამოქმედო გეგმის მხარდაჭერას ემსახურება.
19-21 ოქტომბრის შეხვედრა ითვალისწინებს ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების კუთხით პროექტის მონაწილე ქვეყნებში არსებული მდგომარეობის შეფასებას, საჭიროებების დადგენას, პროექტის განხორციელების კონკრეტული გეგმის განსაზღვრას. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით და მისი განხორციელების პერიოდია 2015-2017 წლები. შეხვედრას პროექტში მონაწილე ქვეყნების - საქართველოს, სომხეთის, მოლდოვასა და უკრაინის - შესაბამისი სფეროს ექსპერტები, ასევე, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.