უცხოეთი
ობამამ ირანისთვის სანქციების გაუქმების პროცესის დაწყების განკარგულება გასცა
irani-zar-3საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განკარგულება გასცა, მიიღონ ყველა აუცილებელი დამატებითი ღონისძიებები ირანისთვის ამერიკული სანქციების გასაუქმებლად, ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების შესაბამისად, - იუწყება გამოცემა NewYorker-ის კორესპონდენტი რობინ რაიტი. სანქციები გაუქმდება ირანთან საერთაშორისო შუამავლების შეთანხმების დებულებების შესაბამისად. უწინ იტყობინებოდნენ, რომ შეთანხმება ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ 18 ოქტომბრიდან ოფიციალურად ამოქმედდება. ივლისში ირანმა და შუამავალთა „ექვსეულმა“ ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ ბირთვული შეთანხმება ომზე გამარჯვების მშვენიერი მაგალითია.