უცხოეთი
რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მოადგილემ, ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერთან ერთად, სირიის სიტუაციაზე იმსჯელა
axmed-zar-2საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. რფ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების საკითხებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ ბოგდანოვი კაიროში სირიის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერ აჰმედ ალ-ჯარბას შეხვდა, - იუწყებიან რუსეთის საგარეო უწყებაში. „საუბრისას დეტალურად იქნა განხილული სირიაში არსებული სიტუაცია და აქცენტი გაკეთდა სირიის კრიზისის პოლიტიკური დარეგულირების მიზნით ძალისხმევის აქტივაციაზე ჟენევის 2012 წლის 30 ივნისის კომუნიკეს საფუძველზე“, - იუწყება რია ნოვოსტი.