უცხოეთი
საქინფორმის მთავარი რედაქტორის პროგნოზი მართლდება - სირიაში ტერორისტებს შორის დაპირისპირება იწყება!

prognoz-zar-1-anსაქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. 2015 წლის 24 აგვისტოს პუბლიკაციაში „ისლამური სახელმწიფო“ მალე საქართველოს თითოეულ მეჩეთში იქნება! - „დეიდა თინა თბილისიდან“ და პროგნოზი, რომელიც 4 წლის შემდეგ ახდა, საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი, კერძოდ, აცხადებდა: ერთადერთი ქვეყანა, რომელსაცისლამური სახელმწიფოსგანსაქართველოსა და მსოფლიოს გადარჩენა შეუძლია, რუსეთია და აი რატომ: აშშ მიჩვეულია მხოლოდ „ფერადი რევოლუციების“ მოწყობას, რომლებიც ადრე თუ გვიან კრახით სრულდება. აშშ-ს შეუძლია დაბომბოს მთელი ქვეყნები, მაგრამ სახმელეთო სამხედრო ოპერაციების ჩატარება აშშ- არ შეუძლია (ისინი მხოლოდ საპასუხოდ ისვრიან, თავისი სამხედრო ბაზების კედლებს ამოფარებული, როგორც დღეს ერაყსა და ავღანეთში ხდება).

თუმცა, აღმოსავლეთს არ დავიწყებია, რომ სახმელეთო ოპერაციების ჩატარება ბრწყინვალედ იციანძია ვანიას ჯარებმა“ - რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარებმა, ასევემორპეხებმა“ - საზღვაო ქვეითებმა, ГРУ- სპეცნაზმა და სხვა რუსულმა ქვედანაყოფებმა. გარდა ამისა, „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეზე იბრძვის 5000-ზე მეტი რუსულენოვანი სამხედრო დსთ-ს ყოფილი ქვეყნებიდან, რომელთაგან 1500-მდე ყოფილი რუსი სამხედრო უწინ ზემოჩამოთვლილ ელიტურ სპეცდანაყოფებში მსახურობდა და ამიტომ, როგორც იშვიათი პროფესიონალური კადრები, „ისლამურ სახელმწიფოში“ დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მათგანი არა მარტო ფულის გამო იბრძვის, როგორც დაქირავებული ჯარისკაცი, არამედ ერთგულია თავისი სამშობლოს ფიცისა და ბრძანებას ასრულებს. „ისლამური სახელმწიფოსდამარცხების მეორე ხერხი ხომ მისი შიგნიდან დაშლა, მისი, ქართველებსა და ყველა აზიელივით ამბიციური და ემოციური, ლიდერების ერთმანეთზე წაკიდებაა. აი ამ ამოცანას შეასრულებენ საჭირო დროსისლამურ სახელმწიფოშიდაქირავებულ ჯარისკაცებად ჩანერგილი რუსი პაგონიანი სპეცები!”

და აი დღეს, 2015 წლის 19 ოქტომბერს, რფ-ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა იდლიბის გარეუბანში „ჯაბჰატ-ან-ნუსრას“ წინააღმდეგ სამი ტერაქტი განახორციელეს: „სხვადასხვა ტერორისტულ დაჯგუფებას შორის იზრდება დაპირისპირება, რომელიც გამოწვეულია ტერიტორიებსა და ფულის ნაკადებზე კონტროლისთვის ბრძოლით. მარტო გასულ კვირას „ისლამურმა სახელმწიფომ ქალაქ იდლიბის გარეუბანში სამი ტერაქტი განახორციელა დანაღმული ავტომანქანების გამოყენებით დაჯგუფება „ჯაბჰატ-ან-ნუსრას“ საველე მეთაურების მიმართ“, - განაცხადა მან.