რედაქტორისგან
საქინფორმი ბოლოჯერ ურჩევს შსს-ს, იპოვოს და დასაჯოს ნაცანალური წამებების შემკვეთნი და შემსრულებელნი, იმის ნაცვლად, რომ საქართველოს დე-ფაქტო პრეზიდენტი ხიდაშელის ბრძანებით ინადიროს ამ ვიდეოს გამავრცელებლებზე!

afrtxil-sazm-1-mtavarწინა შაბათს, 17 ოქტომბერს, უკრაინულმა ვიდეპორტალმა Tube.ua-მ სკანდალური ვიდეო გაავრცელა სათაურით „ფრთხილად! სააკაშვილის რეფორმა! ახალი რეფორმატორები ჩვენებების მისაღებად ადამიანებს აწამებენ!“, სადაც ასახულია სააკაშვილის რეჟიმის დროს ფარულად გადაღებული წამებისა და გაუპატიურების კადრები. კადრებში ჩანს, რომ დაკავებულ პირებს სასურველი ჩვენების მიღების სანაცვლოდ აწამებენ და აუპატიურებენ, შემდეგ კი, მათგან აღიარებით ჩვენებებს იღებენ. ვიდეოში მეგრული საუბარი ისმის, სადაც დაკავებული პირი, აღიარებს, რომ სოხუმიდან ჩამოვიდა და საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტულ აქტებს გეგმავდა.

იმავე დღეს, უკრაინული საინფორმაციო პორტალის, Tube.ua-ს მიერ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი განრისხვებული კომენტარი მოყვა მიიჩნევს, რომ ამ ვიდეოს გამავრცელებელი აუცილებლად უნდა დაისაჯოს: რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, სულ რომ FBI - დახმარება გახდეს საჭირო ეს საქმე უნდა გაიხსნას და ამ მარაზმის გამავრცელებელი დაისაჯოს!“.

რის შემდეგ საქართველოს  საქმეთა სამინისტრომ შემდეგი განცხადება გაავრცელა:

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა 17 ოქტომბერს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის მედიასაშუალებით გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოგამოძიება საქართველოს სსკ- 157- მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელება ინტერნეტის,
მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია)“.

საქინფორმი ბოლოჯერ ურჩევს შსს-ს, იპოვოს და დასაჯოს ნაცანალური წამებების შემკვეთნი და შემსრულებელნი, იმის ნაცვლად, რომ  საქართველოს დე-ფაქტო პრეზიდენტი თინა ხიდაშელის ბრძანებით ინადიროს ამ ვიდეოს გამავრცელებლებზე! ბოლოჯერ იმიტომ, რომ შესაძლოა ვერ მოასწროთ: თუ შსს ამას არ მოიმოქმედებს, თინა ხიდაშელი მალე საქართველოს დე-იურე პრეზიდენტი გახდება და ამჟამინდელი მთავრობის ხსენებაც კი არ იქნება!

„ასავალ - დასავალი“ და „საქინფორმი“ მოუწოდებენ თანამემამულეებს - ახალი ნიურნბერგის პროცესი ნაციონალური ხროვის ლიდერებს!!! ჰააგის ტრიბუნალის უმკაცრესი განაჩენი ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული უმძიმესი დანაშაულების ჩამდენთ!!! სააკაშვილის სადიზმის ამსახველი წამებისა და გაუპატიურების სკანდალური ვიდეოკადრები უკრაინულ საიტზე მოარიდეთ ბავშვებს და მოზარდებს! გადაიწერეთ და შეუნახეთ შთამომავლობას, რომ სააკაშვილის ნაცხროვის ფაშიზმი აღარასოდეს განმეორდეს! 

2015 წლია 19 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი

afrtxil-sam-1-qvemot