რელიგია
„ქართული მართლმადიდებელი სამღვდელოება რელიგიურ უმცირესობათა მიმართ მტრულ საზოგადოებრივ მიდგომებს უწყობს ხელს“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ რელიგიის თავისუფლების შესახებ ანგარიშში საქართველოც მოხვდა

ang-saz-2-mtavarსაქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიო მასშტაბით რელიგიის თავისუფლების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია რელიგიის თავისუფლებას უზრუნველყოფს და მიჯნავს ეკლესიას და სახელმწიფოს, თუმცა კანონმდებლობა და პოლიტიკა უპირატესობას საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ანიჭებს, რასაც სხვა რელიგიური ჯგუფები მოკლებულნი არიან.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ იეჰოვას მოწმეებზე ზეწოლის ფაქტები იზრდება და ქვეყანაში გავრცელებულია რწმენა, რომ რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფები საფრთხეს უქმნიან კულტურულ ღირებულებებს, რის გამოც მათ რელიგიურ საქმიანობას წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ.
ანგარიშში მოყვანილია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ცნობაც, რომ სამღვდელოება რელიგიურ უმცირესობათა მიმართ მტრულ საზოგადოებრივ მიდგომებს უწყობს ხელს.
ანგარიშში მაგალითებად მოყვანილია ქობულეთსა და მოხეში მომხდარი ფაქტებიც.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ჯერ არ იცნობს რელიგიის საკითხთა სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე, რომელიც აცხადებს, რომ კომენტარს ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ გააკეთებს.

ang-saz-2-qvem