აქტუალური
NDI: ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეთა 71% ეკონომიკურ სარგებელს ელის

ekon-aqtual-2-analitსაქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით, სადაც საქართველოს მასშტაბით 4 448 რესპონდენტია გამოკითხული, 31% მხარს უჭერს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას.
NDI- ს კითხვაზე რატომ უჭერთ მხარს საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას, რესპონდენტების 71% აცხადებს, რომ ეს გააუმჯობესებს საქართველოს ეკონომიკას, 40% ფიქრობს, რომ ეს ხელს შეუწყობს რუსეთთან უვიზო მიმოსვლას.

35% მიიჩნევს, რომ ეს საქართველოს უსაფრთხოებას მოუტანს, 27% თვლის, რომ ეს შექმნის მეტ სამუშაო ადგილს, 26% ვარაუდობს, ეს გაზრდის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობებს. 7% მიიჩნევს, რომ ეს გააძლიერებს დემოკრატიის განვითარებას.

2% სხვა აზრზეა, ხოლო 3%-მა არ იცის რატომ უჭერს მხარს ევრაზიულ კავშირს.

კვლევის შედეგების პრეზენტაცია სასტუმრო „რუმს ოტელ თბილისში“ გაიმართა (ყოფილი გამომცემლობა „სამშობლო“, საიდანაც სააკაშვილის ხელისუფლებამ 2007 წელს ქუჩაში გაყარა გაზეთებისა და ჟურნალების ასობით რედაქცია).