საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კითხვაზე "მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი?" საქართველოს მასშტაბით გამოკითხული 4448 რესპონდენტთა 61%-სთვის მისაღებია ევროკავშირში გაწევრიანება, 21%-სთვის კი მიუღებელი.
გამოკითხულ რესპონდენტთა 17%-მა არ იცის სურს თუ არა მას ევროკავშირში გაწევრიანება. გამოკითხულთა 1% კი კითხვაზე პასუხისგან თავს იკავებს.
კითხვაზე "2012 წლის შემდეგ რუსეთის, ევროკავშირის გავლება საქართველოზე გაიზარდა, შემცირდა თუ იგივე დარჩა?" საქართველოს მასშტაბით გამოკითხული 4448 რესპონდენტიდან 44% ამბობს, რომ რუსეთის გავლენა საქართველოზე გაიზარდა. 17% კი ფიქრობს, რომ ევროკავშირის გავლენა გაიზარდა. გამოკითხულთა 52% მიიჩნევს, რომ ევროკავშირის გავლენა არ შეცვლილა, ხოლო 36%-ის აზრით რუსეთის გავლენაც იგივე დარჩა. გამოკითხულთა 10% ფიქრობს, რომ საქართველოზე ევროკავშირის გავლენა შემცირდა, ხოლო 6% მიიჩნევს, რომ რუსეთის გავლენა შემცირდა.
კვლევის შედეგების პრეზენტაცია სასტუმრო „რუმს ოტელ თბილისში“ გაიმართა (ყოფილი გამომცემლობა „სამშობლო“, საიდანაც სააკაშვილის ხელისუფლებამ 2007 წელს ქუჩაში გაყარა გაზეთებისა და ჟურნალების ასობით რედაქცია).