აშშ რუსეთთან სირიის შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას უახლოეს ხანებში იმედოვნებს
საქართველო, 16 ოქტომბერი,
საქინფორმი. პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა
პიტერ კუკმა განაცხადა იმის შესახებ, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში რუსეთის მხარესთან სირიაში ფრენების უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების უახლოეს ხანებში დასრულებას იმედოვნებენ. ამის შესახებ რია ნოვოსტი იტყობინება.
„ვიმედოვნებთ, რომ ფრენების უსაფრთხოების სპეციალური პროტოკოლი, რაც შეიძლება მალე, იქნება მიღებული, რათა არ გვაშფოთებდეს ამ ფრენების გაგრძელება“, - განაცხადა მან.
კუკმა აღნიშნა, რომ მხარეთა პოზიციებს აღნიშნულ თემასთან დაკაშირებით ნაცნობად მიიჩნევს და შენიშნა, რომ ზოგიერთი ფინალური დეტალის დამუშავების მიმდინარეობისას დიდ პროგრესს მიაღწიეს.