უცხოეთი
„ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა სირიაში უკან დახევა დაიწყეს, რასთან დაკავშირებითაც რუსეთის ავიაციამ დაზვერვა გააძლიერა“ - გენერალ-მაიორი იგორ კონაშენკოვი
boevik-zar-2საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. ბოევიკები უკან იხევენ, ცდილობენ ახალი პოზიციური რაიონების მოწყობას და გზადაგზა ცვლიან საბრძოლო მასალებით, შეიარაღებითა და მატერიალური საშუალებებით აღჭურვის მოქმედ ლოგისტიკურ სისტემას, - განაცხადა კონაშენკოვმა. მისი თქმით, დაზვერვის რუსული საშუალებები ამ ცვლილებებს აფიქსირებენ, მიმდინარეობს რუსეთის სადაზვერვო საშუალებებისა და ბაღდადში არსებული საინფორმაციო ცენტრისგან მიღებულ მონაცემთა ანალიზი და დამუშავება. „აღნიშნული ინფორმაციის შესამოწმებლად და დასადასტურებლად ჩვენ გავზარდეთ ავიაციისა და უპილოტო საფრენი საშუალებების სადაზვერვო ფრენების ინტენსივობა“, - დასძინა კონაშენკოვმა.