უცხოეთი
ოდესის მილიციის პრესსამსახურის უფროსად სააკაშვილმა თავისი „მეგობარი“ – 28 წლის ნიუ-მოდელი ანა პანჩევა დანიშნა, რომელიც შიშვლად პოზირებდა მამაკაცების ჟურნალისთვის და ღამის კლუბში მუშაობდა

ana-zar-1-an-mtსაქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. ოდესის მილიციის ახალი პრესმდივანი 28 წლის ანა პანჩევა - წარსულში ცნობილი ფოტომოდელი და ადგილობრივი ტელეარხის წამყვანი - გახდა. „ანა პანჩევა მცირე ხანია რაც ნამდვილად მუშაობს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში, ახორციელებს რა კონტროლს შსს-ს მთავარი სამმართველოს ოფიციალური საიტის ფუნქციონირებაზე“, - ნათქვამია ადგილობრივი შს სამმართველოს ცნობაში. მოდელად მუშაობისას ანა შიშვლად იღებდა ფოტოებს მამაკაცების ჟურნალ MAXIM-თვის. პანჩევას მამა ოდესის ერთ-ერთი მოდური ღამის კლუბის მფლობელია, სადაც ასევე მუშაობდა ახალი პრესმდივანი. უწინ ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა თავის მოადგილედ დანიშნა რუსი ოპოზიციონერი მარია გაიდარი.

ამასთან, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მრჩევლად მიიწვია ორი ახალგაზრდა ლედი ამერიკის პროუკრაინული ორგანიზაცია „Razom for Ukraine“-დან - ლუბოვ შიპოვიჩი და ნატალია შირბა. ხოლო როგორც გუშინ საქინფორმი იტყობინებოდა, ოდესის საბაჟოს უფროსად სააკაშვილი თავის მრჩეველს ყველა საკითხში იულია მარუშევსკაიას ნიშნავს...

ana-zar-1-1 ana-zar-1-2