ილია მეორეს აღსაყდრების 33 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო დღეს ჩატარდება
თბილისის № 51 საჯარო სკოლაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ილია მეორეს აღსაყდრების 33 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო „ძლევამოსილი ღვთისაგან“ ჩატარდება.
ლიტერატურული საღამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს. საღამოს მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე დაესწრებიან.