უცხოეთი
საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსეთი მხარს არ უჭერს ასადს, თუმცა სირიის „სახელმწიფოებრიობის“ მომხრეა

maria-zar-2საქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. მოსკოვი მხარს არ უჭერს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს, თუმცა, მნიშვნელოვნად მიიჩნევს სირიის არაბთა რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას, განაცხადა რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

ჩვენ ყველას გვესმის განცხადებები, რომ რუსეთი მხარს არ უნდა უჭერდეს ასადს, იმიტომ, რომ სწორედ იგი წარმოადგენს სირიაში ტერორისტული აქტივობების ზრდის მიზეზს. ჩვენ მხარს არ ვუჭერთ ასადს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სირიის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება“, - განაცხადა მარია ზახაროვამ ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე.