საზოგადოება
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენდირექტორს თბილისის კაფეში ცემეს

nikaa-sazog-1საქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. ფეისბუქზე ამას წინათ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ფრანგულ რესტორანში, სადაც რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და გადაცემა “არჩევანის” წამყვანი გიორგი გაბუნია ვახშმობდნენ, უცნობმა პირმა გვარამიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მანჩო გიორგობიანი: “ფიფოოლь, ამაღამ რა დაგაძინებთ, არ ვიცი პირდაპირ… გვარამიას და გაბუნიას რამანწიჩნი tête-à-tête კურკური მწარედ ჩაუშალეს … მოკლედ, ეს ვაკე გაუვალი ჯუნგლები გახდა რა და ეს ფრანგული რესტორნებიც რა ცუდად დაცადეს ნაც-ანალებმა?! მდაა…

(ამბავი ნამდვილია და ეჭვს არ ექვემდებარება! )To Be Continued…)))

ოთარ ისელიძე: “სოფლის აშიკში” როა, ლევანა ჯანგავაძეს პასიკო შეუყვანია და შეუყვანია… მეც ესე გამომდის…

გაბუნია და გვარამია შესულან “ფრანგულში”… გვარს და სახელს არ ვამბობ მცემელის, ვენაცვალე, მასიამოვნა დაუდია ფეხქვეშ ეს გვარამია და ცემაში ამოუხდია სული.. ..ის გველის წიწილი გაბუნია გაპარულა… დღეგამოშვებით ესეთი პრიატნი რაღაცის გაგება მირჩევნია, კარგი ფილმის ყურებას“...

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მანჩო გიორგობიანს სოციალურ ქსელშივე პასუხობს.

„უი, ღმერთო, რა სისაწყლე სუფევს! მთლად დაყ...ით, თქვე გაჭირვებულებო? ვინ რა დამაკლო, ვინ მცემა?! ჟელაემოე ზა დეისტვიტელნოე ნამეტანი დიაგნოზია. სულ არ ვიცი, ვინ ხართ, დამილინკეს საერთო ფრენდებმა და გპასუხობთ. ან რა სტატუსია, ან რა კომენტარი. ავად ხართ? კაი, გემშვიდობებით. რა უნდა გელაპარაკოთ. არ ხართ ჯანმრთელად", - წერს გვარამია გიორგობიანს.