სამართალი
გამთენიისას სარფის საბაჟოზე მესაზღვრეებმა სომხეთის ორი მოქალაქე დააკავეს. ანდრიანიკ გაზარიანსა და ეფრემ კარაპეტიანს საქართველოს ტერიტორიაზე დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანა ედებათ ბრალად.
საერთო ჯამში კონტრაბანდული ოქროს წონა კილო-ნახევარს აღწევს. ნივთების საერთო ღირებულება 35 ათას დოლარს აღწევს. ქართველმა სამართალდამცველებმა სომხეთის მოქალაქეებს ქონება უკვე ჩამოართვეს. საქმე გამოსაძიებლად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.