გურამ დოჩანაშვილი მკითხველს ავტობიოგრაფიულ რომანს წარუდგენს
დღეს ''თიბისი გალერეაში'' ქართველი მწერალი, გურამ დოჩანაშვილი მკითხველს წარუდგენს ავტობიოგრაფიულ რომანს „რაც უფრო მახსოვს და მეტად მაგონდება“.
ღონისძიებას დაესწრებიან და სიტყვით გამოვლენ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, ფილოლოგი და კრიტიკოსი კახა ჯამბურია და სხვა სტუმრები. პრეზენტაციაზე შესაძლებელი იქნება წიგნის შეძენა და გურამ დოჩანაშვილის ავტოგრაფის მიღება.