პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრი ტონი ბლერი საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა

polit-2საქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის და ტონი ბლერის მეუღლის, ცნობილი ბრიტანული იურიდიული კომპანია „Omnia Strategy“-ის ხელმძღვანელი ჩერი ბლერის შეხვედრაზე აღინიშნა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ჩერი ბლერს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

პირისპირ გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებმა საუბარი არაოფიციალურ გარემოში, ადმინისტრაციის ვერანდაზე განაგრძეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს.
ჩერი ბლერი საქართველოში პირველად იმყოფება.