უცხოეთი
„ბომბდამშენებმა Су-24М ანადანის დასახლებული პუნქტის რაიონში, ალეპოს პროვინციაში წერტილოვანი იერიში მიიტანეს „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტთა საველე შტაბზე. აღნიშნული შტაბიდან ხორციელდებოდა პროვინციაში ტერორისტთა ფორმირებების მოქმედებათა კოორდინაცია. აქვე იყო განთავსებული საბრძოლო მასალების საწყობი“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
სულ კი, რფ-ის საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავებმა სირიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში 88 საბრძოლო ფრენა განახორციელეს ავიაბაზა „ჰმეიმიმ“-დან ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ 86 ობიექტზე.