უცხოეთი
ბრძანება მოსკოვში ტერაქტის შესახებ გროზნოდან მოვიდა

1-baisult-zar-2საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. ლეფორტოვოს რაიონულმა სასამართლომ განიხილა ეფ-ეს-ბეს საგამოძიებო სამმართველოს შუამდგომლობა ჩეჩნეთისა და ყაზახეთის სამი წარმომადგენლის დაკავების შესახებ, რომლებიც მოსკოვში ტერაქტის მომზადებაში არიან ეჭვმიტანილი. დანაშაული, გამოძიების ვერსიით, მზადდებოდა იმისათვის, რომ შეეჩერებინათ რუსეთის არმიის გამოყენება სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების წინააღმდეგ. საქმის ფიგურანტები აქტიურად თანამშროლობენ გამოძიებასთან, ამიტომ, სავარაუდოდ, მალე საქმეში ახალი სახეებიც გამოჩნდებიან.

ეჭვმიტანილები ასლან ბაისულთანოვი, მაჰმუდ მეჯიდოვი და ელმან აშაევი ეფ-ეს-ბეს თანამშრომლებმა სასამართლოში მიიყვანეს.

სასამართლოს წინაშე პირველი წარდგა ბაისულთანოვი, რომელსაც ეფ-ეს-ბეს დირექტორმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა არშემდგარი ტერაქტის ორგანიზატორი უწოდა. „ტერაქტი იგეგემებოდა ვითარების დესტაბილიზაციასა დასირიაში არმიის გამოყენების შესაწყვეტად „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ“, - განაცხადა გამოძიების წარმომადგენელმა. პროკურორს ეჭვმიტანილის დაპატიმრების საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, რადგან ბაისულთანოვი დაკავების მომენტში უკვე იმყოფებოდა ძებნაში სხვა დანაშაულის ჩადენისთვის. იგი 12 დეკემბრამდე დააპატიმრეს.

ამავე ვადით დააპატიმრეს ყახაზი ელმან აშაევი, აგრეთვე, მეჯიდოვი.