რედაქტორისგან
კოაბიტაციის მწარე ნაყოფი: საკონსტიტუციო სასამართლო ეროვნული ბანკის შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღებისა და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობის შეჩერების თაობაზე განცხადებას ავრცელებს - საქინფორმი

1-koabit-AQTUAL-3საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში, კერძოდ, ნათქვამია: „2015 წლის 12 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ზურაბ აბაშიძე, გიორგი ბარამიძე, დავით ბაქრაძე და სხვები, სულ 39 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, რიგ საკანონმდებლო აქტებში, მათ შორის, "ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელთა შედეგადაც შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი "საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო" და მას დაეკისრა იმ ფუნქციების განხორციელება. მოსარჩელეთა განმარტებით, სააგენტოსთვის გადაცემულ იქნა ის უფლებამოსილებები, რომელთა განხორციელება აუცილებელია ფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობისთვის, რაც მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის კომპეტენციას მიეკუთვნება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე სადავო ნორმების მოქმედებას შეეძლო ეჭვქვეშ დაეყენებინა არა მხოლოდ ქვეყნის საფინანსო-საბანკო სექტორის მდგრადობა, არამედ გამოეწვია კონკრეტული პირების (საბანკო ურთიერთობის მონაწილეების, ინვესტორების, მეანაბრეების) უფლებებისა და ინტერესებისათვის გამოუსწორებელი შედეგი. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2015 წლის 12 ოქტომბრის N3/6/668 საოქმო ჩანაწერით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონისა და "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 2015 წლის 3 სექტემბრის საქართველოს ორგანული კანონის რიგი ნორმების მოქმედება. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე "საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს" ფუნქციებს შეასრულებს საქართველოს ეროვნული ბანკი", -ნათქვამია, კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 2012 წელს, საქართველოში ხელისუფლების სათავეში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, სახელმწიფოს სასამართლო სისტემაში ყველა მაღალი - უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეების - თანამდებობები დარჩათ სააკაშვილის ხელდასხმულებსა და მისმა ერთგულ მხარდამჭერებს - ექსმმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სახეებს - კუბლაშვილსა და პაპუაშვილს. კუბლაშვილი მხოლოდ ახლახან, 3 წლის შემდეგ, შეცვალა გვენეტაძემ, პაპუაშვილი კი კვალვ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე დარჩა ბიძინა ივანიშვილის მიერ „კურთხევის“ შემდეგ, რომელიც ამისათვის ბათუმს ესტუმრა.

და აი თბილისის ექს-მერი უგულავას პროცესზე პირველი ინციდენტის შემდეგ, როცა პაპუაშვილმა იგი თავისუფლებაზე გამოუშვა (მართალია, ხანმოკლედ - სულ ერთი დღით), ახლა მან დაბლოკა პარლამენტის გადაწყვეტილება, სააკაშვილის ხელდასხმულისა და აშკარა მომხრის - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ქადაგიძისგან, რომელმაც ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნის პროვოცირება მოახდინა, კონტროლის ფუნქციის გადაცემაზე გარე არბიტრისათვის...

კოაბიტაცია გრძელდება!