პოლიტიკა
პაატა დავითაია იმუქრება

devnilebis-gamosalxebaვიცე-სპიკერი პაატა დავითაია საპროტესტო აქციებითა და სირცხვილის კორიდორის მოწყობით იმუქრება. დავითაიას აღშფოთების მიზეზი დევნილთა მორიგი გამოსახლება გახდა, რაც უახლოეს დღეებში იგეგმება.

დაახლოებით 30-მდე ობიექტში მცხოვრები დევნილები გააფრთხილეს, რომ მათ თბილისს დაატოვებინებენ და გურჯაანის სოფელ ბაკურციხეში, ჩხოროწყუს რაიონის სოფლებში - ზუმში, ლესიჭინეში, ფოცხო-ეწერში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკადუაში, ნარაზენში, ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევში და აბაშის რაიონში ჩაასახლებენ.

 

დავითაია იმუქრება, რომ, თუ დევნილთა გამოსახლება არ შეჩერდება, ამ პროცესის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწოდებს დიპლომატიურ კორპუსს.

პაატა დავითაიამ ისიც აღნიშნა, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ცინიკურ დამოკიდებულებას იჩენს დევნილებისადმი.

“იმ ჩინოვნიკის გულში ჩამახედა, ვინც დევნილებს საახალწლოდ სახლიდან გამოყრას უპირებს, როგორ ყრიან ახალ წელს ადამიანებს სახლიდან?” – განაცხადა გაბრაზებულმა დავითაიამ და დასძინა, რომ მისი პარტია “ჩვენ თვითონ” ასეთი მოვლენებისადმი შეგუებას არ აპირებს და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან აქციების გამართვას გეგმავს.

“სირცხვილის კორიდორს მოვუწყობთ იმ ჩინოვნიკს, ვინც “დაწვა” ნანა ფიფია,'' – განაცხადა დავითაიამ.

ვიცე-სპიკერი არა მარტო კობა სუბელიანის, არამედ მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს, რადგან დევნილებისადმი მიდგომებით სწორედ მთავრობის მიერ დამტკიცებული სტრატეგია ირღვევა.

„პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ორჯერ დავიბარეთ ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე დევნილთა საკითხებზე და ორჯერვე დაიმალა და არც ერთხელ არ მოვიდა,“ – აღნიშნა დავითაიამ.