შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა
საქართველო, 14 ოქტომბერი,
საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე
ბენიამინ ა. თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ნომრიდან, სადაც ბრალდებული დროებით ცხოვრობდა, 1,3492 გრ ჰეროინი და 0,0507 გრ ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინი ამოიღეს.