სამართალი
მეჭიაური: „საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება პოლიტიკური ზეგავლენით მიიღო“

1-konstt-SAMART-1-ANALITსაქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი.  საქართველოს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საბანკო ზედამხედველობის სამსახურს მუშაობა დროებით შეუჩერდა.

"ეს არ არის სამყაროს დასასრული, ლარის კურსზე ცუდად არ აისახება. რა გონიათ ამ გადაწყეტილების ავტორებს მოახდენენ დესტაბილიზაციას? ისე არ იქნება, როგორც მათ უნდათ. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური ზეგავლენით მიიღო. ჯერ პრეზიდენტმა დაადო ვეტო ახლა სასამართლომ. მე ადრეც ვთქვი, რომ ეს პოლიტიკურ ძალებს შორის წყალგამყოფი იქნებათქო და ახლაც ვიმეორებ. რატომ მოხდა ამის შეჩერება ? ჯერ საქმიანობაც არ დაუწყია, რა შედეგს მოიტანდა ასეთს, რომ გააჩერეს?"- აცხადებს თამაზ მეჭიაური.