საზოგადოება
ველისციხეში მოძრაობა "7 ნოემბრის" წევრი გიორგი ონიანი დააკავეს

arrested11წუხელ გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში მოძრაობა "7 ნოემბრის" წევრი გიორგი ონიანი დააკავეს. რამდენიმე საათიანი პატიმრობის შემდეგ კი გაათავისუფლეს. ამის შესახებ მოძრაობის ლიდერმა ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა. ჯიშკარიანის განცხადებით, ონიანი მას თავად დაუკავშირდა და დაკავებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისივე თქმით, ონიანი დღეს ველისციხიდან თბილისში ჩამოვა და დაკავების დეტალებზე განცხადებას გააკეთებს.