აქტუალური
პრემიერი ღარიბაშვილი: „მნიშვნელოვანია, ჩვენი აეროპორტი გახდეს კიდევ უფრო საინტერესო სხვა ავიაკომპანიებისთვის“

1-aviakomp-AQTUAL-2საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამიმოსვლო ბილიკებისა და ასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია იწყება - პროექტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი TAV-ის პრეზიდენტ სანი შენერთან და ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.
წარმატებული მოლაპარაკებები, რომლის შედეგად შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში იქნება, - ასე შეაფასა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ინვესტორთან ხელშეკრულების განახლება და ეკონომიკის ყოფილ და მოქმედ მინისტრებს მადლობა გადაუხადა.

მნიშვნელოვანია, ჩვენი აეროპორტი გახდეს კიდევ უფრო საინტერესო სხვა ავიაკომპანიებისთვის. მგზავრთნაკადი წელს განსაკუთრებით გაზრდილია, ჩვენ რეკორდულ მაჩვენებელს მივაღწიეთ. სექტემბრის მონაცემებით, მგზავრთნაკადი, გასულ წელთან შედარებით, 25%-ით გაიზარდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ინტერესი ჩვენი აეროპორტის მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება. დარწმუნებული ვარ, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება და მომავალი წლის ივნისში, ჩვენს მოქალაქეებს და ტურისტებს ექნებათ კომფორტულად მგზავრობის საშუალება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აეროდრომის რეაბილიტაცია 2016 წლის ივნისში დასრულდება.