უცხოეთი
საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. "გაზპრომმა" უკრაინისთვის გაზის მიწოდება განაახლა. როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მილერის თქმით, გაზის მიწოდება მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინულმა "ნავთოგაზმა" "გაზპრომს" 234 მილიონი აშშ დოლარი გადაურიცხა.
სექტემბრის ბოლოს უკრაინა, რუსეთი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში რუსეთი უკრაინას ბუნებრივ აირს მიყიდიდა.
უკრაინას რუსული გაზი მიმდინარე წლის 1 ივლისიდან არ მიეწოდებოდა.