საზოგადოება
ბილაინმა აფხაზეთთან კავშირი გაწყვიტა

beeline_logoაფხაზეთთან სატელეფონო კავშირი შეწყდა. ბილაინის ქსელის დამაკავშირებელი 442 და 122 კოდების მოქმედება შეჩერდა.

საქართველოსთან ტელეფონით დაკავშირება აფხაზეთიდანაც შეუძლებელია, აქამდე კი სოხუმის ფოსტიდან საქართველოს ნებისმიერ მობილურ ოპერატორთან დალაპარაკება უპრობლემოდ ხდებოდა. დღეიდან აფხაზეთთან დაკავშირება მხოლოდ რუსეთის კოდის გამოყენებით იქნება შესაძლებელი.