სამართალი
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის გასაღების ფაქტი აღკვეთა

1-iarr-SAMART-1საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა ნეიმათ . ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარების და მართლსაწინააღმდეგო გასაღების მცდელობის ბრალდებით, საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „კალაშნიკოვის“ სისტემის, -კა 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით და 32 საბრძოლო ვაზნით, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი ერთი მჭიდით, 8 საბრძოლო ვაზნით და 6 ათასი ლარი ამოიღეს.

ნეიმათ კ. აღნიშნული იარაღის და საბრძოლო ვაზნების რეალიზაციას აპირებდა და მყიდველისგან 6 ათას ლარი ჰქონდა აღებული. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.