საზოგადოება
გამოკითხულთა 83 პროცენტის აზრით, ისინი უსაფრთხო გარემოში ცხოვრობენ - NDI

1-NDI-SAZOG-1-2-3-ANALITსაქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 72 პროცენტი მიიჩნევს, რომ მათი საცხოვრებელი ადგილი კარგი ადგილია ბავშვის აღსაზრდელად 25 პროცენტი კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. გამოკითხულთა 83 პროცენტს მიაჩნია, რომ ისინი უსაფრთხო ადგილას ცხოვრობენ, 15 პროცენტი კი პირიქით ფიქრობს.

ამოკითხული 4 ათას 500 ადამიანიდან ქვეყანაში მანქანების ტექნიკური დათვალიერების აუცილებელი შემოღების მომხეა 68 პროცენტი. გამოკითხულთა 66 პროცენტს თავადაც ჰყავს ავტომობილი და ემხრობა ტექნიკური დათვალიერების შემოღებას. გამოკითხულ მოქალაქეთა 25 პროცენტი კი ფიქრობს, რომ არ არის აუცილებელი მანქანების ტექნიკური დათვალიერების შემოღება.

გასულ თვეს, ოჯახის შემოსავალსა და დანახარჯზე დასმულ კითხვაზე, გამოკითხულთა 3%-მა მიაკუთვნა თავი ჯგუფს, რომლის შემოსავალიც 1600 ლარზე მეტია. 2%-მა დახარჯა გასულ თვეს 1600 ლარზე მეტი. გამოკითხულთა 20%-მა განაცხადა, რომ მათი ოჯახის შემოსავალი გასულ თვეს 261-დან 400 ლარამდე შუალედში იყო. ამდენივე დახარჯა გამოკითხულთა ისევ 20%-მა. გასულ თვეს 150 ლარი შეუვიდა გამოკითხულთა 15%-. 13%-მა დახარჯა ამდენივე.

კვლევის საველე სამუშაოები 2015 წლის 8 აგვისტოდან – 10 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდა.

ქვეყნის მასშტაბით, წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, 4, 448 პირი გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3,01%.