საზოგადოება
მოქალაქეთა 66 პროცენტი თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს - NDI

1-NDI-SAZOG-1-2-3-ANALITსაქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. ამერიკის ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, გამოკითხულ მოქალაქეთა 54% ამბობს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში მათ პენსია და სახელმწიფო დახმარება აიღეს. 41 პროცენტის აზრით, მათი შემოსავლის წყარო ოჯახის ყველა წევრის ხელფასია. 28 პროცენტი კი ამბობს, რომ მათ შემოსავალი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაყიდვით მიიღეს. საზღვარგარეთიდან დახმარება იყო შემოსავლის ერთადერთი წყარო გამოკითხულთა 13 პროცენტისთვის.

NDI-ს გამოკითხვების მიხედვით მოქალაქეთა მხოლოდ 34 პროცენტი მიიჩნევს თავს დასაქმებულად. 66 პროცენტი კი დაუსაქმებლად მიიჩნევს თავს. 39 პროცენტი უმუშევარია და ეძებს სამსახურს, 24 პროცენტი პენსიონერია და არ ეძებს სამსახურს, 12 პროცენტი - დიასახლისია, 7 პროცენტი - უმუშევარია და არ ცდილობს სამსახურის პოვნას.

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა, 47%, ამბობს, რომ 2014 წლის ივნისის შემდეგ ქალაქსა თუ სოფელში საცხოვრებელი პირობები იგივე დარჩა. გამოკითხულთა 43% აცხადებს, რომ 2014 წლის ივნისის შემდეგ საცხოვრებელი პირობები მის ქალაქსა თუ სოფელში გაუარესდა, 47% - იგივე დარჩა, 9% კი ამბობს, რომ გაუმჯობესდა. თბილისში გამოკითხულთა 53% ამბობს, რომ მდგომარეობა გაუარესდა, 39%-იგივე დარჩა, 7% კი მიიჩნევს, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდა.

NDI-მ საზოგადოებრივი კვლევის დროს 4 ათას 500-ზე მეტი ადამიანი გამოკითხა. მონაცემები 2015 წლის 12 ოქტომბერს გამოქვეყნდა.