საქართველოს პრეზიდენტმა პოლიტიკურ მრჩევლად ფიქრია ჩიხრაძე წარადგინა
საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი.
გიორგი მარგველაშვილმა ახალი მრჩეველი სპეციალურ ბრიფინგზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაასახელა. გიორგი მარგველაშვილის თქმით,
ფიქრია ჩიხრაძეს დიდი და შთამბეჭდავი პოლიტიკური გამოცდილება აქვს.
"სრულ ღირებულებით თანხმობას ხაზი მინდა გაუსვა, ბევრ საკითხში იმას, რაც ქვეყანაში უნდა გაკეთდეს, ერთნაირად ვუყურებთ. მაგრამ ამავე დროს ჩვენი თანამშრომლობა ერთმანეთის შემვსები იქნება, იმიტომ, რომ გუნდში მოდის კვალიფიციური და სერიოზული პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.