პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის პრეზიდენტად ახალივადით არჩევას ულოცავს

1-arCeva-POLIT-1საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის მეთაური ბელარუსის პრეზიდენტს წარმატებას უსურვებს და ორ ქვეყანას შორისურთიერთობების გაღრმავების იმედს გამოთქვამს.
დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და ბელარუსის მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფროგანვითარდება. თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ გამოვხატო თქვენდამი ჩემი პატივისცემა დაგისურვოთ წარმატება, მშვიდობა და კეთილდღეობა“, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.

ცნობისათვის: მეხუთე ვადით ხელისუფლების სათავეში ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ისევ ალექსანდრე ლუკაშენკომ მოიპოვა. ცესკო-ს ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით მოქმედმა პრეზიდენტმა 83,49%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა. მეორე ადგილზე კი მისი კონკურენტი ტატიანა კოროტკევიჩი 4%-იანი მხარდაჭერით გავიდა. სულ საპრეზიდენტო არჩევნებში 4 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას. ევროპის უკანასკნელ დიქტატორად წოდებული პრეზიდენტი ლუკაშენკო უკვე 21 წელია ქვეყნის სათავეშია. პირველ ოფიციალურ ვიზიტს კი ლუკაშენკო უახლოეს ხანებში რუსეთში გეგმავს.