სამართალი
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

1-ognestr-samart-3საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი გრიგოლ ხ. თბილისში, ნაფარეულის ქუჩაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, გრიგოლ ხ-ს პირადი ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი 0,0146 გრ ნარკოტიკული საშუალება, ხოლო მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „სტეჩკინის“ კონსტრუქციის, არარეგისტრირებული პისტოლეტი 1 მჭიდითა და 21 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს. გრიგოლ ხ. დაკავებისას ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.