სამართალი
შსს-ს აკადემიაში სამართლის საბაკალავრო პროგრამა ამოქმედდა

1-akadem-samart-2საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი და შსს-ს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი შსს-ს აკადემიაში ახლად ამოქმედებული საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს და მაგისტრანტებს შეხვდნენ.
სამართლის საბაკალავრო პროგრამა შსს-ს აკადემიაში წელს პირველად გაიხსნა და ანალოგი არ გააჩნია. პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტებისათვის აკადემიის მიერ სამართლის სფეროში დაგროვილი ცოდნის გადაცემას და სამართალმცოდნისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

სასწავლო პროცესს წარუძღვებიან გამოცდილი და სამართლის სფეროში გამოჩენილი სპეციალისტები, რომლებიც უახლესი მეთოდებისა და პროგრამის მიზნებზე მორგებული თანამედროვე აღჭურვილობის გამოყენებით სტუდენტებს სამართლის სხვადასხვა დარგს შეასწავლიან. საბაკალავრო პროგრამა 4 წლიანია და 240 კრედიტს მოიცავს.