საზოგადოება
რიმა ბერაძემ აფხაზეთში გმირულად დაღუპული მეომრის ზაზა ვეშაპურის მემრიალური დაფა გახსნა

1-rimma-sazog-3-mtavarსაქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძე მე-4 საჯარო სკოლაში აფახეთის ომში დაღუპული მეომრის ზაზა ვეშაპურის მემრიალური დაფა გახსნა. როგორც საკრებულოს დეპუტატმა განაცხადა, აღნიშნული ინიციატივით, მას ზაზა ვეშაპურისოჯახის წევრებმა და პედაგოგებმა მიმართეს.

"ზაზა ეროვნული გმირია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ასეთი ადამიანები ყოველთვის ახსოვდეს მომავალ თაობას. მე-4 საჯარო სკოლა, რომელიც ზაზა ვეშაპურმა დაამთავრა, მისივე სახელობის ქუჩაზე მდებარეობს და ვპირდები მოსახლეობას, რომ მომავალ წელს მიმდებარე ტერიტორია კიდევ უფრო კეთილმოეწყობა “,- განაცხადა რიმა ბერაძემ.

მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიალს ზაზა ვეშაპურის ოჯახის წევრები, მე-4 საჯარო სკოლის დირექტორი, პედაგოგები და მეგობრები ესწრებოდნენ.

1-rimma-sazog-3-qvemot