უცხოეთი
სახელმწიფო დეპარტამენტის წამოცდენა: ჯონ კირბის სირია რუსეთში აერია

1kirbi-zar-3საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა. სიტყვით გამოსვლისას მედიის წინაშე მან სირია და რუსეთი ერთმანეთში აურია.

"სამხედრო ოპერაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გაგრძელებდება და არ შესუსტდება, - განაცხადა კირბიმ - მაგრამ, რაც მთავარია, რუსეთში ასადმა ხელისუფლება უნდა გადასცეს“.

მას შემდეგ, რაც დარბაზში ჟურნალისტების გაოცებული შეძახილები გაისმა, კირბიმ იკითხა: "განა რა ვთქვი?". და როცა გაირკვა, თუ რა მოხდა, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გაიცინა და აღნიშნა, რომ ეს უბრალოდ წამოცდა...