უცხოეთი
საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. სირიის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ფართომასშტაბიანი შეტევა ტერორისტული დაჯგუფებების პოზიციებზე, სირიის არაბული რესპუბლიკის რაიონებისა და დასახლებული პუნქტების გასათავისუფლებლად, - განაცხადა ხუთშაბათს სირიის გენერალური შტაბის უფროსმა ალი აბდულა აიუბმა.
„სირიის არაბული რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ფართომასშტაბიანი შეტება ტერორისტული ჯგუფების გასანადგურებლად და იმ რაიონებისა და დასახლებული პუნქტების გასათავისუფლებად, რომლებიც ტერორისა და დანაშაულისგან იტანჯებოდნენ", - განუცხადა მან ჟურნალისტებს.