გენერალური მდივანი: ნატო შეშფოთებულია რფ-ის ფრთოსანი რაკეტების იერიშებით სამიზნეებზე სირიაში
საქართველო, 8 ოქტომბერი,
საქინფორმი. ნატო შეშფოთებულია რუსეთის ფრთოსანი რაკეტების იერიშებით სამიზნეებზე სირიაში, - განუცხადა ჟურნალისტებს ნატოს გენერალურმა მდივანმა
იენს სტოლტენბერგმა ალიანსის თავდაცვის მინისტრების სხდომის დაწყებამდე.
"ჩვენ ვნახეთ საჰაერო დარტყმები, ფრთოსანი რაკეტების იერიშები, თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა. ეს ყველაფერი წარმოშობს შეშფოთების საფუძველს, ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ და ვრჩებით მჭიდრო კავშირში თურქეთის ხელისუფლებასთან", - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.