საზოგადოება
საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე და ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა განახლებულ N34 საბავშვო ბაგა-ბაღის გახსნას დაესწრნენ, სადაც პედაგოგიური კოლექტივისა და ბავშვების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში მაჟორიტარი დეპუტატის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე სარემონტო სამუშაოები N34 ბაგა-ბაღის შენობას ჩაუტარდა, რომლის ფარგლებში შეიღება კედლები, დაიგო ახალი იატაკი, კეთილმოეწყო ეზო და დაიგო ასფალტის საფარი.