აქტუალური
ყაზტრანსგაზმა შესაძლოა, 130-მილიონიანი ინვესტიციების დაბრუნება მოითხოვოს

1kaztrans-aqtual-2საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. კომპანიამ საკუთარი პრეტენზიების შესახებ საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალური შეტყობინება გამოუგზავნა.
კომპანიაში მიაჩნიათ, რომ 2009 წელს ყაზტრანსგაზ-თბილისის სპეციალური მმართველის დანიშვნით ყაზტრანსგაზის, როგორც უცხოელი ინვესტორის, უფლებები დაირღვა.
სააქციო საზოგადოება ყაზტრანსგაზს იმედი აქვს, რომ ქართული მხარე კონსტრუქციულ პოზიციას დაიკავებს და წინასაარბიტრაჟო პროცედურების ფარგლებში დავა სწრაფად მოგვარდება.

იმ შემთხვევაში, თუ წინასაარბიტრაჟო დარეგულირებით დავა ვერ მოგვარდება, სააქციო საზოგადოება ყაზტრანსგაზი საინვესტიციო საარბიტრაჟო გარჩევას დაიწყებს და ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს.
მათი მოთხოვნა მოულოდნელი აღმოჩნდა ენერგეტიკის მინისტრისთვის, რომელიც მოლაპარაკებებში თავად იყო ჩართული.
მოლაპარაკებები მხარეებს შორის ახალ წლამდე უნდა დასრულდეს.