საზოგადოება
ლევილის შატოს მამულისა და საქართველოსთვის გადმოცემის და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისიის სხდომა

1komis-SAZOG-3საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. 2015 წლის 5 ოქტომბერს გაიმართა ლევილის შატოს მამულისა და ქონების საქართველოსათვის გადმოცემის და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისიის სხდომა . პარიზში, საქართველოს საელჩოში, რომელსაც თავმჯდომარეოდა სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძე. პარიტეტული კომისიის წევრები იყვნენ, ქართული მხარიდან: საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გოჩა ჯავაიშვილი, ხოლო, ფრანგული მხარიდან: ქართული კერას წარმომადგენლები ირენ ციციშვილი, ტიერი ბერიშვილი და ეთერ ფაღავა.

სხდომაზე, რომელიც 5 საათი გრძელდებოდა, მხარებმა განიხილეს ლევილის მამულის საქართველოსთვის გადაცემის ტექნიკური დეტალები და შეთანხმდნენ, რომ დიაგნოსტიკური წინასწარი შეფასების საპროექტო სამუშაოების შემდეგ ლევილის საქართველოსთვის გადაცემა შეუქცრვადი პროცესი გახდება.