საზოგადოება
„რუსთავი 2” არ არის უბრალოდ ბიზნესკომპანია! - პრეზიდენტი მარგველაშვილი

1biznesk-SAZOG-2-ANALITსაქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზე საუბრობს - გადაცემა არჩევანში სტუმრობისას პრეზიდენტმა სასამართლოში წარმოებულ დავაზე არ ისაუბრა და თქვა, რომ კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში ის კომენტარს ვერ გააკეთებს (ვიდეო იხ. აქ).
პირველ რიგში იმიტომ რომ დავა მეწილეებს ეხება. რუსთავი 2 არ არის უბრალოდ ბიზნეს კომპანია, მისი საქმიანობის მომხმარებელი არის ქართული საზოგადოება, შესაბამისად მაღალი ინტერესი, რომ ტელეკომპანია ფუნქციონირებდეს - ეს მაღალი ინტერესი შენარჩუნებულია. საქართველოს ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია, რომ მედია და მისი დამოუკიდებლობა იყოს შენარჩუნებული, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

გადაცემაში საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკაში სამუშაო ვიზიტი შეაფასა და თქვა, რომ ის დარწმუნებულია, მისი ვიზიტის შემდეგ საქართველოს თემატიკა დასავლეთში გააქტიურდება. "საქართველოს სჭირდება აქტიური საგარეო პოლიტიკა. ჩემი შეხვედრები ნიუ-იორკში ევროპელ ლიდერებთან, ათობით შეხვედრა ვაშინგტონში და საჯარო გამოსვლები ემსახურებოდა სწორედ ამ მიზანს. დარწმუნებული ვარ, რომ შედეგად ქართული თემატიკა გააქტიურდება დასავლეთის დედაქალაქებში“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.