პოლიტიკა
ამერიკაში ვიზიტის დროს პრეზიდენტს საქართველოს ელჩი არ შეხვედრია!” - გიორგი მარგველაშვილი

1margvel-POLIT-3-ANALITსაქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. ამერიკაში ვიზიტის დროს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს ელჩს არჩილ გეგეშიძეს არც უნახავს და არც მისალმებია. პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება თოქ-შოუ „არჩევანში“ საუბრის დროს გააკეთა (ვიდეო იხ. აქ).

"საგარეო საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაა სწორი მორალი დიპლომატიური ეტიკეტი აღზარდოს ჩვენს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებში, ვინც არღვევს კანონმდებლობის მთელ რიგს, როდესაც პრეზიდენტს არ ხვდება იმ ქვეყანაში. მე იქ ჩემი კერძო ვიზიტით არ ვიყავი ჩასული, მე იქ ვიყავი ჩასული საქართველოს სამსახურში, როგორც საქართველოს პრეზიდენტი. შეხვედრების შედეგად საინტერესო საშინაო დავალებას დავუტოვებდი ქართულ დიპლომატიურ მისიას", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.