შსს-მ გორში „ვითიბი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტი გახსნა
საქართველო, 6 ოქტომბერი,
საქინფორმი. შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა
ზაქრო ა. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2015 წლის 25 აგვისტოს გორში, სამეფოს ქუჩაზე, „ვითიბი ბანკში“ შეიჭრა, მოლარე-ოპერატორს 4865 ლარი, 800 აშშ დოლარი, 200 ევრო გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.