სამართალი
ზღვის დაბინძურებისთვის პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი დაჯარიმდა

big_ship_panamaგარემოს დაცვის ინსპექციამ ზღვის დაბინძურებისთვის პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააჯარიმა.

ხომალდიდან ფოთის აკვატორიაში ნავთობი ჩაიღვარა. ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკისრებული ჯარიმა, 65 000 ლარის ოდენობით, გემის მფლობელმა უკვე გადაიხადა და ხომალდმა ფოთის პორტი დატოვა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ზღვის დაბინძურებისთვის უკვე 5 გემი დაჯარიმდა.