საზოგადოება
დიდ სამამულო ომში გამარჯვების 70-ე იუბილისადმი მიძღვნილი პროექტის ფარგლებში რუსეთისა და ევროპის უმაღლესი მწვერვალის დასავლეთ მწვერვალი - იალბუზი 9 ქვეყნის 47-მა მონაწილემ დაიპყრო - Sputnik საქართველო

elbrus-sazog-1-analitსაქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. საერთაშორისო ახალგაზრდული პროექტის "ამაღლება. იალბუზი. გამარჯვება-70" და საერთაშორისო ახალგაზრდულო საზოგადოებრივი ორგანიზაცია "თანამეგობრობის" სხვა პროგრამების შეჯამებაზე ისაუბრეს ბრიფინგის მონაწილეებმა, რომელიც "რია ნოვოსტის" თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს რუს ახალგაზრდათა კავშირის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბეჟენცევმა, რომელიც 2015 წლის აპრილიდან მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ახალგაზრდულ საზოგადოებრივ ორგანიზაცია "თანამეგობრობასთან“, ასევე ამაღლების მონაწილე, საქართველოს რუს ახალგაზრდათა კავშირის იურისტმა ლანა ადამიანმა.

დიდ სამამულო ომში გამარჯვების 70-იუბილისადმი მიძღვნილი პროექტის ფარგლებში რუსეთისა და ევროპის უმაღლესი მწვერვალის დასავლეთ მწვერვალი 9 ქვეყნის 47-მა მონაწილემ დაიპყრო. მათ შორის — საქართველოს, რუსეთის, უნგრეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, ლიტვის, ლატვიისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა.

პროექტი 2015 წლის 12-20 სექტემბერს ყაბარდო-ბალყარეთის ტერიტორიაზე იალბუზთან განხორციელდა. ამაღლებამდე პროექტის ყველა მონაწილემ, რომელთა შორის იყვნენ როგორც პროფესიონალები, ისე მოყვარულები, გაიარა დაწვრილებითი ინსტრუქცია ექსპედიციის შესახებ, მომარაგდა აუცილებელი აღჭურვილობით და ყველა მათგანმა გაიარა აკლიმატიზაციის კურსი.