თბილისის ზღვაზე 39 წლის მამაკაცის გვამი იპოვეს
უბედური შემთხვევა მოხდა თბილისის ზღვაზე. მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის გვამი იპოვეს. მისი ვინაობა უკვე დადგენილია. გარდაცვლილი 39 წლის მალხაზ მახარაშვილია.
გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა წინასწარი ვერსიით, მახარაშვილმა თავი მოიკლა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.