პოლიტიკა
ეკონომიკის სამინისტროში ცვლილებები იწყება

1234ეკონომიკის სამინისტროში საკადრო ცვლილებები იგეგმება. როგორც საქინფორმს სანდო წყარომ აცნობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს - არჩილ კეკელიას მოხსნას უპირებენ. არჩილ კეკელია მას შემდეგ დაინიშნა პირველ მოადგილედ, რაც მინისტრი ვერა ქობალია გახდა.

რა არის არჩილ კეკელიას თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი, ჯერჯერობით არ კონკრეტდება, თანაც სამინისტროში მიიჩნევენ, რომ არჩილ კეკელია ვერა ქობალიას კადრია.

უკვე სახელდება სავარაუდო კანდიდატი, რომელიც არჩილ კეკელიას ადგილს დაიკავებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე პეტრე კანკავას კანდიდატურა განიხილება.