საზოგადოება
„არავის ძალუძს ისტორიის ხელახლა დაწერა და ჩვენი საერთო წარსულის ამოშლა“ - პრემიერ–მინისტრის მიმართვა აფხაზებსა და ოსებს

sazog-1-analitსაქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. ჩემი ღრმა რწმენით, არავის ძალუძს ისტორიის ხელახლა დაწერა და ჩვენი საერთო წარსულის ამოშლა; იმედის თვალით შევყურებ იმ დღეს, როცა თქვენ ჩვენი საერთო კეთილდღეობის თანაზიარნი გახდებით, – ასე მიმართა გაეროს გენერალური ასამბლეის 70–ე სესიის ტრიბუნიდან საქართველოს პრემიერ–მინისტრმა აფხაზებსა და ოსებს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ისტორიული ტრაექტორია გულისხმობს მეტ თანამშრომლობას, მეტ ინტეგრაციასა და მეტ კეთილდღეობას. საქართველოს მთავრობის მეთაური აფხაზ და ოს და–ძმებს თანამშრომლობას და საერთო კეთილდღეობის გაზიარებას სთავაზობს.

„ჩვენ შორის არსებული კავშირების უგულებელყოფისა და ჩვენს ერების დაშორების ყველა მცდელობა წარუმატებელი იქნება. თქვენ სარგებელს ნახავთ საქართველოს მზარდი ეკონომიკიდან და ევროკავშირთან ჩვენი ასოცირების ხელშეკრულებიდან, გააქტიურებული ვაჭრობისა და ვიზების ლიბერალიზაციის ჩათვლით. ჩვენი თანამშრომლობა წარმატებასა და სარგებელს მოგვიტანს“, – აღნიშნა პრემიერმა.